„საუბარია იმ ამომრჩევლებზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაიაქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. გარდა ამისა, აქ შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან ხვალ, 28 ნოემბერს გახდებიან 18 წლის“, – განმარტა მიქელაძემ.
ცესკოს ინფორმაციით, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 ამომრჩეველია.