weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„ოცნების“ კოორდინატორი თმებში მწვდა – ინციდენტი ბაღდათის საარჩევნო უბანზე

10:15 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

№52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის მე-12 უბანზე ინციდენტი მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციის „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“ დამკვირვებელი გიგა გელხვიძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

გიგა გელხვიძე ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მასზე თავდასხმის მიზეზი მისი საქმიანობა გახდა.

„ინციდენტის მიზეზი ვარ მე. არჩევნების პირველ ტურში აქ საკმაოდ ბევრი დარღვევა დავაფიქსირე. დღესაც ვცდილობ, რომ დავაკვირდე მოვლენებს, ავსახო თუკი რაიმე დარღვევა იქნება. ამ ადამიანებს ჩემი აქ ყოფნა არ სიამოვნებთ. მას შემდეგ, რაც დავაფიქსირე ჩემი არჩევანი და გამოვდიოდი უბნიდან, კარში დამხვდა ეს ქალბატონი, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი სოფელ დიმში. მან გამიკეთა კომენტარი, რაზეც არ მქონია კარგი რეაქცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცინიკური ნათქვამი. მას შესაბამისი პასუხი გავეცი. ამის შემდეგ, მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - მიწოდა ნაბიჭვარი, რაც რამდენჯერმე გაიმეორა. გავაფრთხილე, რომ პოლიციაში დავრეკავდი. ავკრიფე 112 და ამ დროს ეს ქალბატონი თმებში მწვდა“, – ამბობს გიგა გელხვიძე.

მისივე თქმით, პოლიციამ მომხდარზე რეაგირება საკმაოდ მალე მოახდინა: „დაიწერა შესაბამისი ოქმი და ვნახოთ, შემდგომში ამას რა მოჰყვება“.

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.

საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით, პირდაპირი კენჭისყრის გზით ბოლოჯერ აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]