weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დარღვევების გაპროტესტების გამო კომისიის წევრი უბნიდან ძალის გამოყენებით გააძევეს

11:06 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

გურჯაანის საარჩევნო ოლქში, ჭანდრის 45-ე საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრი ანა რუაძე, პოლიციამ კენჭისყრის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. ანა რუაძის თქმით, მან არაერთხელ გააპროტესტა, რომ ერთ-ერთი დამკვირვებელი კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს ბიულეტენების ჩვენებას სთხოვდა.

„დილიდან ეს ამბავია, ერთ-ერთი დამკვირვებელი, ქალბატონი სემირა, კაბინასთან დგას და ამომრჩევლებს სთხოვს, ბიულეტენი აჩვენონ. არაერთხელ გავაპროტესტე. საჩივრებიც დავწერეთ, მაგრამ გაძევების აქტი შემიდგინეს და პოლიცია გამოიძახეს“, - უთხრა ანა რუაძემ „რეგინფოს“.

საარჩევნო უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მისვლისა და მითითების მიღების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ბელა ათუაშვილმა პოლიცია გამოიძახა.

გურჯაანის პოლიციის უფროსმა თამაზ თამაზაშვილმა და პოლიციის თანამშრომლებმა კომისიის წევრი ანა რუაძე კენჭისყრის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს, რადგან ანა რუაძე უბნის დატოვებაზე უარს ამბობდა.

ის არ ეთანხმება კომისიის წევრთა ნაწილის მიერ, მის წინააღმდეგ შედგენილ აქტს.

კენჭისყრის შენობიდან კომისიის წევრის ანა რუაძის გაძევების აქტი უსაფუძვლოდ მიიჩნია უბანზე მყოფმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დამკვირვებელმაც. მისი თქმით, კომისიის წევრს კანონი არ დაურღვევია. TI-ის დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარეს საჩივრით მიმართა და გაძევების აქტის გაბათილება სთხოვა იქამდე, ვიდრე პოლიცია ანა რუაძეს ძალის გამოყენებით გაიყვანდა.

უბანში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ სამი საჩივარია რეგისტრირებული. კომისიას არცერთი საჩივარი არ განუხილავს.

კომისიის თავმჯდომარის ბელა ათუაშვილის განმარტებით, ანა რუაძე დილიდან კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა, წილისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, დამკვირვებლებს შენიშვნებს აძლევდა, კომისიას ხელს უშლიდა მუშაობაში, რის გამოც მისი გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]