weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

შსს-მ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

11:37 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის მუხლით იძიებს გლდანში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ თათია ჩაფიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოცემა „ლიბერალთან“ ინტერვიუში თათია ჩაფიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენეს, როდესაც საარჩევნო უბანთან მობილიზებული მოქალაქეების გადაღებას ცდილობდა.

„ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით საათი-საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ პროცესებს.

ჩავრთე ტელეფონი და ავუხსენი, რომ ვიყავი ჟურნალისტი და მაინტერესებდა რასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ ადგილზე. მიპასუხეს, რომ „ნაციონალების“ ამოსაძირკვად იყვნენ მოსულები და სწორედ ამ მიზნით იყვნენ ამდენი ხნის განმავლობაში უბანთან.

ჩემმა კითხვებმა ისინი გააღიზიანა, მითხრეს, რომ ვიყავი უზრდელი, არ მქონდა გადაღების უფლება, უნდა გამომერთო ვიდეო და ამ პირობის შეუსრულებლობის გამო სცადეს და შეასრულეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სახეში მომარტყეს ორჯერ ხელი და ტელეფონის წართმევა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს ამის გაკეთება“, – ამბობს თათია ჩაფიძე.

მისივე თქმით, მომხდარის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]