weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გარდაბნის საარჩევნო უბნიდან წინასწარ ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი ამოიღეს

12:07 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 10 საჩივარია შესული. როგორც მიქელაძემ განაცხადა, ერთ-ერთი საჩივარი გარდაბნის N8 საარჩევნო უბანზე დაიწერა, საიდანაც წინასწარ ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი ამოიღეს.

„გავრცელდა ინფორმაცია თითქოს გურჯაანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მიერ წინასწარ იყო ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი. ჩვენ გადავამოწმეთ მონაცემი. სინამდვილეში, აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა გარდაბნის N8 საარჩევნო უბანზე - კომისიის წევრებმა ოქმში წინასწარ მიუთითეს სახელები და გვარები და მოაწერეს ხელი. დაწერილია საჩივარი. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და ეს ოქმი ამოღებულია უბნიდან“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ დიდუბის N29-ე უბნიდან საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევეს.

ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი აწარმოებდა ამომრჩევლების აღრიცხვას და გარკვეული მონაცემების დამუშავებას, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით. 

„საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია ისეთი მონაცემების ფოტოვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რაც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. ამდენად, მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 7.26% შეადგინა, რაც 255 251 ამომრჩეველია. არჩევნების პირველ ტურში,10:00 საათისთვის აქტივობა 6.14 % იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]