weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანის მერის ძმა ამომრჩევლებს უმოწმებს ბიულეტენში რომელი კანდიდატი შემოხაზეს – ISFED

12:26 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, 12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის 26-ე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი, რომელიც გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ძმაა, საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ, საარჩევნო ბიულეტენში რომელი კანდიდატი შემოხაზეს.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა, რომ ამ ფაქტის გაპროტესტების შემდგომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს.

„ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი ასევე ერევიან საუბნო კომისიის საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს“, – აღნიშნა ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა დაფიქსირდა გურჯაანის ოლქის 43-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც, ორგანიზაციის მტკიცებით, ამომრჩევლები ხმას აძლევენ საარჩევნო კაბინაში შეუსვლელად, ხოლო იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კაბინაში აძლევენ ხმას, საარჩევნო ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ შესაძლებელია გაირკვეს, ვის მისცეს ხმა.

„სამართლიანი არჩევნები“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკვირდება. ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისთვის  საუბნო კომისიებში 10, ხოლო საოლქო კომისიებში 5 საჩივარი აქვთ წარდგენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]