„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა, რომ ამ ფაქტის გაპროტესტების შემდგომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს.
„ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი ასევე ერევიან საუბნო კომისიის საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს“, – აღნიშნა ბენიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა დაფიქსირდა გურჯაანის ოლქის 43-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც, ორგანიზაციის მტკიცებით, ამომრჩევლები ხმას აძლევენ საარჩევნო კაბინაში შეუსვლელად, ხოლო იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კაბინაში აძლევენ ხმას, საარჩევნო ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ შესაძლებელია გაირკვეს, ვის მისცეს ხმა.
„სამართლიანი არჩევნები“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკვირდება. ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისთვის საუბნო კომისიებში 10, ხოლო საოლქო კომისიებში 5 საჩივარი აქვთ წარდგენილი.