weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისის მერიის რომელი ჩინოვნიკები იღებენ პრემიერ-მინისტრზე მაღალ ხელფასებს

15:59 სამშაბათი, 20 ივნისი 2017

თბილისის მერიის მაღალი რანგის ჩინოვნიკების - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების ანაზღაურება მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელფასს.  

ქალაქ თბილისის მერიის თანამდებობის პირთა სარგოების ოდენობა ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-86 დადგენილებით არის განსაზღვრული. საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოიკვლია, პრაქტიკულად როგორ ნაწილდება ბიუჯეტის სახელფასო ფონდი დედაქალაქის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელ პირებზე.

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, წლის განმავლობაში 73 475 ლარი მიიღო დედაქალაქის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ. საკრებულოს დადგენილებით, ვიცე-მერის (ანუ მერის პირველი მოადგილის) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა თვეში 2 950 ლარია, თუმცა, დანამატებთან ერთად, იგი ფაქტობრივად 6 122 ლარს იღებს.

თვეში 2 800 ლარით არის განსაზღვრული დედაქალაქის მერის სხვა მოადგილეების ხელფასი, რაც წელიწადში 33 600 ლარს შეადგენს, თუმცა, პრემია-დანამატების ინტენსიურად გაცემის გამო, მერის ყველა მოადგილე ოფიციალურ ხელფასზე დაახლოებით 2,3-ჯერ მეტ ანაზღაურებას იღებს. კერძოდ:

ნინა ხატისკაცი - 79 275 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 6 606 ლარი;

ირაკლი ლექვინაძე - 75 320 ლარი, თვეში საშუალოდ 6 277ლარი.

გაგა ნიკოლეიშვილმა, რომელიც 2016 წლის 3 აგვისტოს დაინიშნა, - 4 თვის განმავლობაში მიიღო 32 171 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 8 042 ლარი.

ნატო ქიტიაშვილი, რომელიც ასევე 2016 წლის 3 აგვისტოს დაინიშნა თანამდებობაზე, - 4 თვის განმავლობაში მიიღო 24 640 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 6 160 ლარი.

თბილისის მერიაში 2 600 ლარია საქალაქო სამსახურის უფროსებისა და რაიონების გამგებლების ყოველთვიური სარგოს ოდენობა, ე.ი. წლის განმავლობაში - 31 200 ლარი, თუმცა რეალურად ეს თანამდებობის პირები დაახლოებით 2,3-ჯერ უფრო მეტ ანაზღაურებას იღებენ.

მერიის ცალკეული სამსახურების ხელმძღვანელთა მიერ ბიუჯეტიდან მიღებული წლიური შემოსავლის ოდენობა ასეთია:

კარლო ლაფერაძე (სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს უფროსი) - 72 893 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 6 074 ლარი;

დავით მორალიშვილი (მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსი)  და ვალერი პაპიაშვილი (უსაფრთხოების სამსახურის უფროსი) - 67 080 ლარი თითოეულს, ე.ი. თვეში საშუალოდ 5 590 ლარი;

ია მაქაცარია-ჩხაიძე (კულტურის სამსახურის უფროსი) - 66 425 ლარი, ე.ი. თვეში საშუალოდ 5 535 ლარი;

ირაკლი გვილავა (განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი) – 66 300 ლარი, - თვეში საშუალოდ 5 525 ლარი;

ბადრი გიორგაძე (შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი) - 64 950 ლარი, -  თვეში საშუალოდ 5 412,5 ლარი;

გივი კუბლაშვილი (კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი) - 63 700 ლარი, - თვეში საშუალოდ 5 308 ლარი.

თბილისის მერიის სტრუქტურაში შედის 10 რაიონის გამგებელი. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, თითოეული მათგანის წლიური გასამრჯელო 67 080 ლარს შეადგენს, ე.ი. ისინი თვეში საშუალოდ 5 590 ლარს იღებენ.

თბილისის მერიის ყველა თანამდებობის პირი, გარდა თავად დედაქალაქის მერისა (ოფიციალური ხელფასი თვეში 3 180 ლარი), საქართველოს მთავრობის მეთაურზე მნიშვნელოვნად მაღალ ანაზღაურებას იღებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ხელფასი 51 370 ლარია (თვეში - 4 280 ლარი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]