weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქობულეთში 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს

14:08 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში 45 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა.

ცხედარი გზასთან ახლოს იპოვეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცის ვინაობა დადგენილია და ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე, ასევე, დადგენილია, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება“, – განაცხადეს შსს-ში.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]