weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ წარმომადგენლებს მანქანების საბურავები დაუჭრეს

15:12 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

პარტია „ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მათ წარმომადგენელს, სიმონ პარუნაშვილს ავტომობილის საბურავები დაუჭრეს. ოპოზიცია მომხდარს მათი წევრების დაშინების მცდელობად აფასებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„ხელისუფლება აგრძელებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაშინებას. დღეს დილით, „ევროპული საქართველოს“ ადიგენის ორგანიზაციის წარმომადგენლის, სიმონ პარუნაშვილის მანქანა დააზიანეს - ოთხივე საბურავი დაუჭრეს. ის, რომ ეს არ არის შემთხვევითობა ადასტურებს ისიც, რომ ასევე ადიგენის რაიონში, დაბა ადიგენში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ავტომობილიც ზუსტად იგივე მეთოდით დააზიანეს და ამით სცადეს ხელის შეშლა“, – აცხადებს „ევროპული საქართველო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი ავტომობილის დაზიანების ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მოხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]