weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკრებულოს წევრს, რომელიც ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა, კანონი არ დაურღვევია – ცესკო

18:18 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ლეონტი ნადარეიშვილს კანონი არ დაურღვევია, როდესაც ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა და ბიულეტენი მის მაგივრად შემოხაზა.

ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატი უბანზე როგორც რიგითი ამომრჩეველი, ისე იმყოფებოდა, კაბინაში შეყოლა კი მას თავად ამომრჩეველმა სთხოვა.

„გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, როგორც ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი. კანონმდებლობის თანახმად, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას დახმარება სთხოვა“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ცესკოს განმარტებით, ამ შემთხვევაში კანონდარღვევა არ არის ის, რომ მმართველი გუნდის წევრმა კანდიდატის საარჩევნო ნომერი ამომრჩევლის ნაცვლად შემოხაზა.

საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გაავრცელა.

„ამომრჩეველი ვარ, ინტრიგანო. ამომრჩეველი თვითინ ითხოვს. თვითონ არ აპროტესტებს. შენ ვინ გეკითხება“, – ეუბნება ლეონტი ნადარეიშვილი ოპოზიციის წარმომადგენელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]