„საარჩევნო უბნებზე გადავაადგილდებოდით. ჩუმლაყში, მე-19 უბნიდან როგორც კი გამოვედით, სროლის ხმა მოგვესმა. ყურადღება არ მივაქციეთ, მაგრამ სროლის ხმა გაგრძელდა. ეს ყველაფერი ვიდეო რეგისტრატორმა აღბეჭდა. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მანქანები დაგვდევდნენ“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი.
მე-19 საარჩევნო უბანში აღნიშნეს, რომ სროლის ხმა არ გაუგიათ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით. „ამ ეტაპზე როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა განხორციელდა ჩუმლაყის N19-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.