weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

რუსთავში „საარჩევნო“ პარაკლისი აღავლინეს

19:28 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018
ფოტო: რუსთავის მერია ფოტო: რუსთავის მერია

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქართველი ერის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის პარაკლისი აღავლინა.

„ეს უკვე ტრადიციად იქცა, არჩევნების წინ, იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ გავხდით მოწმე იმისა, რომ დაპირისპირება გადაიზარდა არასასურველ ქმედებაში. ამიტომ ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის... რომ ჩვენი არჩევანი კეთილი, იყოს მშვიდობით და ზრუნვით ერის კეთილდღეობისა და ერთობისთვის. მომავალ არჩევნებზე კიდევ შევიკრიბებით“, – განაცხადა მეუფე იოანემ „ინფო რუსთავთან“ საუბრისას.

ღვთისმსახურებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანიც ესწრებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]