ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემები 17:00 საათის მდგომარეობას ასახავს. Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 45%.
დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა 6 წლის ვადით ქვეყნის პრეზიდენტი აირჩიეს. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდა.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) მიიღი, ვაშაძემ კი – 37.73% (600 970 ხმა).