weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სალომე ზურაბიშვილი - 55%, გრიგოლ ვაშაძე - 45%  – Edison Research-ის ეგზიტპოლი

20:07 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ი მათი დაკვეთით და კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიღებული ხმების რაოდენობით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემები 17:00 საათის მდგომარეობას ასახავს. Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 45%.

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა 6 წლის ვადით ქვეყნის პრეზიდენტი აირჩიეს. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდა.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) მიიღი, ვაშაძემ კი – 37.73% (600 970 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]