weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული თურქეთში დააკავეს

22:03 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს, 28 ნოემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მომხდარი, 1973 წელს დაბადებული მ.ც.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამართალდამცველების მიერ, დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ქობულეთის რაიონში, სოფელ ჩაისუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

„დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჯ.ა თურქეთის მიმართულებით გაემგზავრა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიიმალა. ქართველი და თურქი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, ჯ.ა. ჩადენილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, თურქეთში დააკავეს. დაკავებულის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა უკვე განხორციელდა, ჯ.ა. ქართველ სამართალდამცველებს თურქმა კოლეგებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადმოსცეს“, - განაცხადეს შსს-ში.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და დანაშაული წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]