შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ უბანში გრიგოლ ვაშაძემ 366 ხმა მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა – 316 ხმა. აღნიშნულ უბანზე სულ 750 ამომრჩეველი მივიდა.
მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძეს 86 ხმა აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი 46. ამ უბანზე ჯამში 143-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.