weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები: ზურაბიშვილი – 59.1%, ვაშაძე – 40.9%

11:42 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 59.1% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 40.9%.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 56.2% შეადგინა (+/-0.7% ცდომილების ხარისხით). აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება პირველი ტურის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემს (46.6%).

„ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ და სხვა პროცედურულ დარღვევებს. უბნების დახურვის შემდეგ, მარნეულისა და ლაგოდეხის ოლქებში დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საუბნო კომისიებში 53, ხოლო საოლქო კომისიებში 76 საჩივარი წარადგინა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % მიიღო, რაც 1 147 627 ხმაა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს 40.48% აქვს, რაც 780 633 ხმას შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]