weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

დაველოდებით შედეგებს, ორგანიზაციების შეფასებებს და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას – აშშ-ის ელჩი

13:04 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018
ფოტო: აშშ-ის საელჩო ფოტო: აშშ-ის საელჩო

„დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, ასევე სხვა ორგანიზაციების შეფასებებს და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ დასმულ კითხვაზე.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩევნებს მარნეულში აკვირდებოდა.

„პირველ რიგში, არჩევნები არის ფუნდამენტური, ნებისმიერი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი და შესაბამისად, ჩვენც მხარს ვუჭერთ არჩევნებს. მე მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მიმეღო მონაწილეობა, დავკვირვებოდი პროცესს, თუ როგორ გამოხატავდა საკუთარ ნებას ქართველი ამომრჩეველი“, – განაცხადა როს უილსონმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]