ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩევნებს მარნეულში აკვირდებოდა.
„პირველ რიგში, არჩევნები არის ფუნდამენტური, ნებისმიერი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი და შესაბამისად, ჩვენც მხარს ვუჭერთ არჩევნებს. მე მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მიმეღო მონაწილეობა, დავკვირვებოდი პროცესს, თუ როგორ გამოხატავდა საკუთარ ნებას ქართველი ამომრჩეველი“, – განაცხადა როს უილსონმა.