weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდა

12:11 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი 5.6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა ახლის პარალელურად იარსებებს.

დეპარტამენტის ცნობით, ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეეძლებათ.

„პროექტის ფარგლებში მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 793 854 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

უწყებაში აქვთ მოლოდინი, რომ ახალი გზა ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]