weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არავითარ რევოლუციას და არეულობას არ ვაპირებთ – გრიგოლ ვაშაძე

16:46 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ“, – ამის შესახებ ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„ვაპირებთ იმის გაკეთებას, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ, რომ ჯერჯერობით რისი გაუქმებაც ვერ მოასწრო ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, ეს არის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, სრული კონსტიტუციური უფლება გვაქვს შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ვთვლით“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ვაშაძემ გუშინ, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური და მორალური უფლება საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდეს.

გრიგოლ ვაშაძემ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია კვირას, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააანონსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]