„ვაპირებთ იმის გაკეთებას, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ, რომ ჯერჯერობით რისი გაუქმებაც ვერ მოასწრო ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, ეს არის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, სრული კონსტიტუციური უფლება გვაქვს შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ვთვლით“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
ვაშაძემ გუშინ, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური და მორალური უფლება საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდეს.
გრიგოლ ვაშაძემ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია კვირას, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააანონსა.