weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის ოფისში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

23:08 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისში ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელი შეუშალეს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, დაზიანებულია აპარატურა.

გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ჟურნალისტებისგან მისი ოფისის დატოვებას ითხოვს მას შემდეგ, რაც მას დაუსვეს კითხვა, საიდან ფინანსდება მისი ორგანიზაცია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებზე ასობით დამკვირვებელი მიავლინა.

„დატოვე ჩემი ოფისი და გაეთრიე გარეთ. თქვენ ხართ ნაძირლები, მატყუარები“, – მიმართა კაკაბაძემ ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს.

ნანა კაკაბაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება აღარ მისცეს და ჟურნალისტი და ოპერატორი ოფისიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ნანა კაკაბაძისა და მისი თანამოაზრეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„მოვუწოდებ პირადად, მთელი კომპანიის სახელით, საქართველოს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, კანონის მთელი სიმკაცრით მიეცნენ პასუხისგებაში ფსევდო უფლებადამცველი ქალბატონი ნანა კაკაბაძე და ასევე ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ ამ ინციდენტში. ჩვენ არ გვჭირდება მოჩვენებითი სისხლის სამართლის საქმე გირაოებით და ჯარიმებით. ყველაზე უფრო მკაცრი ზომები იქნას მიღებული, რომ არავის ამ ქვეყანაში აღარ მოუნდეს ნებისმიერი მედიის წინააღმდეგ ფიზიკური ზემოქმედება და ტექნიკის დაზიანება“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

ამ დროისთვის უცნობია, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. ქარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ ეს საქმე და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

„ყოველი ასეთი შემთხვევის უყურადღებოდ დატოვება და დამნაშავე პირების დაუსჯელობა ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ და აუარესებს სამუშაო გარემოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც საჯარო უწყებები, დაინტერესებულნი უნდა იყვნენ, უზრუნველყონ გამჭირვალობა და ითანამშრომლონ მედიასთან. ამასთან, მათ ხელი უნდა შეუწყონ მედიის წარმომადგენელთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას. იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი პროფესიული ეთიკის წესებს ან/და კანონით დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, ამისთვის არსებობს ცივილური ფორმები. დაუშვებელია ძალადობა და თავდასხმა“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]