საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული რეგიონებიდან, ღამის 12:00 საათისთვის 465 შეტყობინება მიიღეს, მათ შორის, იმერეთიდან 350, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან 110 და გურიიდან 15.
იმერეთში გამოძახებების უმრავლესობა (250) დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან, სადაც ძლიერმა ქარმა 150 ხე წააქცია, 5 ავტომანქანა დააზიანა და სახურავი 170 შენობას გადახადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახურავი 46 შენობას აქვს გადახდილი, წაქცეულია 44 ხე და დაზიანებულია ერთი ავტომანქანა.
გურიაში, ლანჩხუთში ძირითადად ელექტროსადენებია დაზიანებული.
ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო, შეფერხებით მუშაობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც რამდენიმე რეისი გაუქმდა და გადაიდო.