weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ თბილისის აეროპორტში ირანის 6 მოქალაქე დააკავა, ამოღებულია 1.5 კგ ჰეროინი – შსს

11:07 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ირანის 6 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულებისგან ნივთმტკიცებად ამოიღო 21 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 530 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]