weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა

13:43 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის კულტურისა და დასვენების პარკში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 12 წლის ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განაახლა. შსს-ს ინფორმაციით, სამუშაოები 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

„უკვე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ი. ნ.-მ მოზარდის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მითითებული ტერიტორიის შემოწმება“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ.

„დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადეს შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 34 წლის იაგო ნებიერიძე 25 ოქტომბერს დააკავა. ბავშვის ცხედარი წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის პირას ნახეს. ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებიდან რამდენიმე დღეში, იაგო ნებიერიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით [გარყვნილი ქმედება] დაუმძიმდა. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იაგო ნებიერიძის დაკავების შემდეგ გორში მცხოვრებმა ხათუნა ბერძნიშვილმა განაცხადა, რომ ნებიერიძე, 14 წლის წინ, მისი შვილის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა. ბავშვი დღემდე დაკარგულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]