weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამინისტრო ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაზე განცხადებას ავრცელებს

15:05 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

განათლების სამინისტრო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე, ია კერზაიაზე პოლიტიკური ზეწოლის ბრალდებას ეხმაურება და სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ინსპექტირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა და მძიმე დარღვევები გამოვლინდა.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის.

რაც შეეხება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლას, ინსპექტირების პროცესი, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა. ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს.

სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, გამოვლენილია: სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ, შემოსავლის სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზეც შემცირდა დასაბეგრი მოგება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ბაჩუკი ქარდავამ გუშინ, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერის, ბაჩანა შენგელიას დედას, ია კერზაიას პოლიტიკური ნიშნით ავიწროებდნენ და ემუქრებოდნენ, რის გამოც ინერვიულა და გუშინ დილით ინსულტი მიიღო.

ზეწოლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ბაჩანა შენგელიაც. როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, მისმა დედამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა, რის გამოც „მის დასასჯელად“ სკოლაში ინსპექტირების სამსახური შევიდა.

„ერთი კვირა ფაქტობრივად რეპრესიას ახორციელებდნენ. დილიდან საღამომდე მიმდინარეობდა დაკითხვები, აფრთხილებდნენ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე... ეს იყო აშკარად პოლიტიკური პროცესი.

ჯერ ერთი, არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის მოხდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ის არ იყო „ქართული ოცნების“ აქტივისტი, არ აწვდიდა მათ მომხრეების სიებს. მას ეს პირდაპირ მოსთხოვეს. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციაშია მოთავსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]