weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2020 წლამდე გაუგრძელდა

09:49 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018

ევროპის საბჭომ საქართველოში არსებულ მონიტორინგის მისიას (EUMM) მანდატი 2020 წლის 14 დეკემბრამდე გაუგრძელა. ამისთვის ევროსაბჭომ 38.2 მილიონი ევრო გამოყო.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია სამოქალაქო მისიაა, რომელიც საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა. იგი ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს.

მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, თუმცა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დამკვირვებლებს მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

EUMM-ს სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან. ამჟამად მისიას ერიკ ჰოგი ხელმძღვანელობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]