weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნინოწმინდაში მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს

10:40 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, მოკლული 33 წლის მამაკაცის ნათესავებმა და ახლობლებმა მკვლელობაში ბრალდებულის ორ სახლსა და ოთხ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, მათ ბრალდებულის ძმის ფერმის გადაწვაც სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა შეაჩერეს.

„ნორის“ ინფორმაციით, სოფელში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს. ახალგაზრდებმა, რომლებიც მოკლულის ნათესავები და ახლობლები არიან, მკვლელობაში ბრალდებულზე შურისძიება გადაწყვიტეს.

ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა ის სახლი, სადაც მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

3 დეკემბერს, ფოკაში, სოფლის ცენტრში, 33 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად თანაკლასელმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი მათ შორის წარსულში არსებული კონფლიქტია. პოლიციამ განზრახ მკვლეობაში ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

სათემო რადიო „ნორი“

რადიო „ნორი“ (www.nor.ge) მაუწყებლობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სიხშირეზე FM 100.1. „ნორი“ ავრცელებს ახალ ამბებს და ამზადებს რამდენიმე გადაცემას. „ნორი“ პირველი სათემო რადიოსადგურია საქართველოში.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]