weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაცია 2019 წლიდან დაიწყება

13:04 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018

2019 წლის 1-ლი აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეტაპობრივი ავტორიზაცია უნდა უზრუნველყოს. შესაბამისი ცვლილება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტი, რომელის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არიან, ავტორიზაციის ახალი ვადის განსაზღვრას ისახავს მიზნად. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია 2017 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განეხორციელებინათ.

საქართველოს პარლამენტმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ 2016 წლის 8 ივნისს მიიღო. კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სავალდებულოობას ადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]