საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება.