სამინისტროს ცნობით, გაიწერა საგნის სტანდარტი, წლიური პროგრამა და მასწავლებლის გზამკვლევი. საგნის სახელმძღვანელო თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. წიგნში სხვა თემებთან ერთად, აგვისტოს ომი ცალკეა შეტანილი. ამასთან, მოთხრობილია საქართველოს თანამედროვე ეროვნული გმირების, მათ შორის აგვისტოს ომის გმირების შესახებ.
საგნის პედაგოგებად სამხედრო პირები შეირჩნენ და მათი გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა. სამხედროები საპილოტე გაკვეთილებს მეორე სემესტრიდან, თბილისსა და რეგიონებში მდებარე სავარაუდოდ 10-20 სკოლაში ჩაატარებენ.