weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ქუთაისის პარლამენტში რეგიონული საპოლიციო ჰაბი განთავსდება

14:17 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი განთავსდება, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შესთავაზებენ.

„ეს იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი, სადაც, პირველ რიგში, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შევთავაზებთ, რითიც გარკვეულწილად ადამიანების დასაქმებას შევუწყობთ ხელს. სხვადასხვა სერვისები იქნება, როგორც, მაგალითად, თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც მოსახლეობისთვის 50-მდე სერვისის მიწოდება ხდება. ანალოგიურად იქნება დასავლეთ საქართველოში. კერძოდ, როგორიცაა – 112, დაცვის პოლიცია, შსს-ს აკადემია და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომელიც სამინისტროს შიგნით მუშაობს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს. ცვლილებების მიხედვით, 2019 წლის თებერვლიდან საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას სრულად თბილისში გააგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]