weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისის მერიამ დააჯარიმა კომპანია, რომელმაც თეთრ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა

17:25 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018
ფოტოზე: ქუთაისის მერი სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეცნობა ფოტოზე: ქუთაისის მერი სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეცნობა

ქუთაისის მერიამ „თეთრი ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ ყაზახურ კომპანიას – „ალმა-რუს საქართველოს ფილიალს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა და საჯარიმო სანქციის სახით 185 307 ლარის გადახდა დააკისრა. მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი იობაშვილის შესაბამისი ბრძანება 5 დეკემბრით თარიღდება.

ბრძანების მიხედვით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და ჯარიმის დაკისრების მიზეზი გაჭიანურებული სამუშაოები და არაჯეროვნად შესრულებული დავალება გახდა.

„კომპანიისთვის, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 445 000 ლარიდან, სულ გადარიცხული გვქონდა 290 000 ლარი. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, მათ ხუთდღიანი გონივრული ვადა მივეცით სახელმწიფო ხაზინაში 185 000 ლარის დასაბრუნებლად. აქედან 174 000 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 11 000 ლარამდე კომპანიისთვის დაკისრებულ ჯარიმებს უწევს. დანარჩენი, რაც პრეტენზიები აქვთ, შეუძლიათ სასამართლოში იჩივლონ“, – განმარტა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ყურაშვილმა „ქუთაისი პოსტთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, შესრულებული სამუშაოების ხარისხის გადასამოწმებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართავენ.

ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან „ალმა-რუს საქართველოს ფილიალის“ წარმომადგენლები და მერიის წინააღმდეგ სასამართლოში დავას აპირებენ.

გუშინ „ალმა-რუს საქართველომ“ თეთრ ხიდთან 13 დიდი ზომის თეთრი ქვა მიიტანა. მერიაში განაცხადეს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან და „კომპანიის მხრიდან აღნიშნული ქმედება თვითნებურად განხორციელდა“. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა გაფრთხილებული ჰყავდათ. მერიის გადაწყვეტილებით, ქვები აიღეს და საცავში გადაიტანეს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ალმა-რუს „საქართველოს ფილიალს“ შორის თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება 2018 წლის 24 მაისს გაფორმდა. კომპანიას სამუშაოები 90 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა ხიდის რეაბილიტაცია ხუთი თვე გაგრძელდა.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, რებილიტაციის შემდეგ „თეთრ ხიდზე“ ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადასვლის დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]