weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კრიზისული ცენტრი გაიხსნება

11:36 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კრიზისულ ცენტრს გახსნის. სააგენტოს „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა, გოგი რევიამ განაცხადა.

„მერიას ხელშეკრულება აქვს ერთ-ერთ ორგანიზაციასთან, რომელიც უახლოეს დროში დაასრულებს რეაბილიტაციას შენობაში, სადაც მომავალი წლის გაზაფხულიდან, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კრიზისული ცენტრი გაიხსნება. ეს შენობა ზუგდიდთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს“, – აღნიშნა გოგი რევიამ.

მისივე თქმით, ზუგდიდის მერია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სერვისებს 2019 წელსაც დააფინანსებს. ამ ეტაპზე, ძალადობის მსხვერპლ ქალებს ადგილობრივი ხელისუფლება ერთჯერადად 800 ლარით ეხმარება, საჭიროების შემთხვევაში კი ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართის ქირას, 100 ლარს უხდის.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]