weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა – გიორგი ვაშაძე

13:52 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. მისი თქმით, ეს ინსტიტუტი შესუსტდა.

„ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. თუნდაც იგივე უჩა ნანუაშვილი, რომლისგანაც არ ველოდი, რომ ასეთი ძლიერი სახალხო დამცველი იქნებოდა. იგი მკაფიოდ და მყისიერად აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებებს და თავად ერთვებოდა პრობლემების გადაწყვეტაში. დღეს შეგვისუსტდა ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას განცხადებებს აქვს ისეთი შინაარსი, რომ დარღვევები  იყო ორივე მხრიდან. ვაშაძე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი ადამიანის ნების გამოხატვის იმ მასობრივ ზეგავლენაზე უნდა საუბრობდეს, რაც გამოვლინდა არჩევნების დროს.

„მასობრივი მოსყიდვა და ადამიანის ნების გამოხატვაზე მასობრივი ზეგავლენა იყო ამ არჩევნებზე. რა არის სახალხო დამცველი გარდა იმისა, რომ ასეთ დარღვევებზე საუბრობდეს? რა ორი მხარე, რის ორივე მხარე? ჩვენ ვახდენდით ზეგავლენას და ჩვენ ვიდექით საარჩევნო უბნებთან, სადაც აიძულებდნენ ადამიანებს შემოეხაზათ თავისი კანდიდატი? ერთი და იგივე ბელეტრისტიკა ახასიათებს ამ ქალს“, – აღნიშნა ვაშაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს 2018 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა, სადაც საარჩევნო დარღვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, წინასაარჩევნო, განსაკუთრებით კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე პერიოდი დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა.

„არცერთ მოქალაქეს საარჩევნო უფლების დარღვევის ფაქტებზე უშუალოდ სახალხო დამცველისთვის არ მოუმართავს. თუმცა ძალიან საგანგაშო იყო ის, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა სავარაუდო ზეწოლის, მუქარის და მოსყიდვის ფაქტების შესახებ. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ამ ინფორმაციის გადამოწმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ეს ფაქტი შევისწავლოთ და ვნახოთ, დადასტურდა თუ არა და ასევე, ვნახოთ, რა რეაგირება მოახდინეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, როდესაც დანაშაულის ნიშნები ჩანს. ამიტომ ჩვენ გამოვითხოვთ ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]