„სვიტერი ჰქონდა აწეული და სახე დაფარული ჰქონდა. ხელში პისტოლეტი ეჭირა და იგინებოდა. სალაროდან თანხა თვითონ ამოიღო“, – ციტირებს „ლაივპრესი“ აფთიაქის თანამშრომელს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობდა.