weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩია

16:12 ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ფარული კენჭისყრით, 108 ხმით ნაზი ჯანეზაშვილი, 100 ხმით ირმა გელაშვილი, 93 ხმით ლევან გზირიშვილი და 84 ხმით ზაზა ხარებავას კანდიდატებს მხარი დაუჭირა. ახლადარჩეული წევრები უმაღლეს საბჭოში ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს, ვახტანგ თორდიას და გოჩა მამულაშვილს შეცვლიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 33 კანდიდატი მონაწილეობდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისთვის შექმნილი დამოუკიდებელი ორგანოა. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.

საბჭოს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების ორგანიზება და ჩატარება; პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება; პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების შექმნა, სამოქმედო ტერიტორიის, მოსამართლეთა რაოდენობის და სპეციალიზაციის განსაზღვრა; სამართალშემოქმედებითი და ანალიტიკური საქმიანობა; დისციპლინური სამართალწარმოება და ხარისხის მართვა საერთო სასამართლოებში; საერთო სასამართლოების ბიუჯეტის პროექტის შედგენა, თანამდებობრივი სარგოებისა და ხარჯების განსაზღვრა; სასამართლო ხელისუფლების ინტერესების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]