weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში დააკავეს კაცი, რომელმაც კანის ფერის გამო კამერუნის მოქალაქეს სცემა

14:03 შაბათი, 08 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავში დააკავეს 43 წლის მამაკაცი, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში კანის ფერის გამო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კამერუნის მოქალაქეს.

საქმეზე გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის შესახებ ინფორმაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კამერუნის მოქალაქე გ.მ. 29 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ქალაქ რუსთავის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა. გ.მ.-ს განმარტებით, სამარშრუტო ტაქსში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, კანის ფერის გამო მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ,

მის მიმართ იყენებდა სიძულვილის ენას რასობრივი ნიშნით, ეუბნებოდა, რომ მისი ადგილი საქართველოში არ იყო, რომ იგი თავის ქვეყანაში უნდა გაბრუნებულიყო, ასევე, უწოდებდა მას „ზანგს“.

სიტყვიერი შეურაცხოფის შემდეგ, აღნიშნულმა პირმა დაიწყო ფიზიკური ძალადობა და გ.მ-ს თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. სამარშრუტო ტაქსიდან ჩასვლის შემდეგ, მოძალადე ქუჩაშიც განაგრძობდა გ.მ.-სთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.

TDI აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რასიზმისა და სიძულვილით მოტივირებული ქმედების შემთხვევები გახშირდა, მსგავსი შეუწყნარებლობის მსხვერპლი კი, ყველაზე ხშირად, აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ხდებიან.

„მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება სიძულვილის მოტივით ჩადენილ ყოველ ქმედებაზე. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე მკაფიო სტრატეგია და პოლიტიკა რასიზმთან, ქსენოფობიათან და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით“, – აცხადებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]