weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში დააკავეს კაცი, რომელმაც იარაღის მუქარით აფთიაქიდან 190 ლარი გაიტაცა

13:15 კვირა, 09 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1974 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 190 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა მ.ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]