„მომავალ კვირას არის ინაუგურაცია პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად“, – აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქმა მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და სთხოვა, ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება. ამავე დღეს საპროტესტო აქციას გეგმავს ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. აქციის ჩატარების ერთ-ერთ ადგილად თელავიც განიხილება. ამასთან, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ინაუგურაციისთვის ხელის შეშლას არ აპირებს.