weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გოგონას, რომელმაც ქუჩაში ნაპოვნი $ 37 000 მფლობელს დაუბრუნა, სომხეთის ელჩი შეხვდა

21:03 კვირა, 09 დეკემბერი 2018
ფოტო: სომხეთის საელჩო საქართველოში ფოტო: სომხეთის საელჩო საქართველოში

სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი შეხვდა ეროვნებით სომეხ 21 წლის სტუდენტს, კარინე ბაგირიანს, რომელმაც თბილისში, ქუჩაში შემთხვევით 37 000 ამერიკული დოლარი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა.

სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა კარინეს მადლობა გადაუხადა ასეთი პატიოსნების გამოხატვისთვის და ყველასთვის საუკეთესო მაგალითის მიცემისთვის.

„დღევანდელ მსოფლიოში ასეთი ადამიანური ნაბიჯის ფაქტი ცხადყოფს, რომ პატიოსნება და სიკეთე ჯერ კიდევ არ არის გაუფასურებული და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში“, – აღნიშნა რუბენ სადოიანმა.

კარინე ბაგირიანი წარმოშობით ჯავახეთიდან არის და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან, მეგობართან ერთად, ქუჩაში 37 000 აშშ დოლარი იპოვა და პოლიციის მეშვეობით მფლობელს დაუბრუნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]