weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თბილისში იუსტიციის სახლთან მიწების უცხოელებზე გასხვისებას აპროტესტებენ

10:35 ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018

თბილისში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, გაუქმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებაზე გამოცხადებული მორატორიუმი.

აქციის მონაწილეებს იუსტიციის სახლის შესასვლელი გადაკეტილი აქვთ. აქციაში მონაწილეობენ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, პარლამენტის წევრები ადა მარშანია და ემზარ კვიციანი. ისინი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავენ, არ დაუშვან, მიწების უცხოელებზე გასხვისება. როგორც ადა მარშანიამ თქვა, ემზარ კვიციანი წულუკიანს ესაუბრა, თუმცა მისგან „კარგი არაფერი მოისმინა“.

აქციის მონაწილეებმა ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც მიმართეს და რეაგირებისკენ მოუწოდეს.

„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ მსგავს აქციებს რეგიონებში არსებულ იუსტიციის სახლებთანაც გამართავენ.

7 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე შეზღუდვებს კვლავ აწესებს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწების დასარეგისტრირებლად ვადა 16 დეკემბრამდე აქვთ.

ახალი კონსტიტუციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამასთან, გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]