ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო მიღებაზე, პრეზიდენტმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა:
ისაია – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი (ზურაბ ჭანტურია)
თემურ ჩხეიძე – რეჟისორი
ზურა კიკნაძე – მეცნიერი
გელა კანდელაკი – რეჟისორი
მანანა მენაბდე – მუსიკოსი
ლევან ჭოღოშვილი – მხატვარი
ქეთი ხუციშვილი – ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელი
სვენდ ვოგე – მუსიკათმცოდნე
გურამ კაშია – ფეხბურთელი.
გიორგი მარგველაშვილმა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ეს არის იმ ადამიანების გამოყოფა და მადლობის თქმა მათთვის საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სახელით, რომლებიც განსაკუთრებით ატიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივი დაპირისპირების შემცირების, განსხვავებული ადამიანის პატივისცემის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.