weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს, მათგან 2 ე.წ. კანონიერი ქურდია

10:40 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018

საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია სახელად „VORS 69-01“, რის შედეგადაც საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი დააკავეს. დაკავებულებს შორის საქართველოს ათი მოქალაქეა, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ქართველი სამართალდამცველების უშუალო მონაწილეობით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან ქართველი „კანონიერი ქურდები“ - 1971 წელს დაბადებული მინდია ნიჟარაძე და 1973 წელს დაბადებული რევაზ სესკურია. ასევე, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - 1983 წელს დაბადებული ო.თ., 1983 წელს დაბადებული ს.ჩ., 1984 წელს დაბადებული რ.ნ.; 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1983 წელს დაბადებული ზ.ო., 1974 წელს დაბადებული მ.ლ., 1983 წელს დაბადებული მ.ტ. და 1991 წელს დაბადებული ლ.რ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. ასევე, იპარავდნენ ავტომობილებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და უკანონოდ ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

„დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები. მათ, შორის, ძვირფასეულობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი ოდენობით ფული, ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის საკეტების გასაღები მოწყობილობები. სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ასევე ამოიღეს სუბოტექსისა და მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები და კონტრაბანდული გზით მოპოვებული 1500 კოლოფი სიგარეტი. გამოძიების ინფორმაციით, საერთო ზარალმა 400 000 ევროზე მეტი შეადგინა.

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 311-ე, 321-ე, 324-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედებათ ბრალად, რაც გულისხმობს საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ლიონში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უძღოდა საფრანგეთის ჟანდარმერიის, ბელგიის პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმეთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები საფრანგეთში, ბელგიასა და საქართველოში. ასევე, განხორციელდა სამართალდამცველთა სამმხრივი შეხვედრები თბილისსა და პარიზში.

დაკავების ოპერაციაში საფრანგეთის, ბელგიისა და საქართველოს 300-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. ასევე, ჩართული იყვნენ სპეცდანიშნულების დანაყოფები, კინოლოგიური სამსახური და გამოყენებული იყო ვერტმფრენი“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2018 წლის იანვრიდან დღემდე, შსს-მ, მათ შორის ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, 14 „კანონიერი ქურდი“ დააკავა. ხოლო, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სულ 190 პირია დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]