weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რა არის ბაქტერიული ვაგინოზი

10:53 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018
ფოტოზე გინეკოლოგი ნანა მღებრიშვილი ფოტოზე გინეკოლოგი ნანა მღებრიშვილი

ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციური დაავადებაა,რომელიც ხასიათდება უხვი თეთრი ან ნაცრისფერი არასასიამოვნო სუნის გამონადენით. ამ დროს არ აღინიშნება საშოს ლორწოვანი გარსის ანთება. ბაქტერიული ვაგინოზის დროს ზიანდება საშოს მიკროფლორა, რომლის 90 პროცენტს ლაქტობაქტერიები (დედერლეინის ჩხირები) შეადგენს.

ლაქტობაქტერიები ქმნიან მჟავე არეს,რომელიც გარედან შემოსული მიკრობებისთვის დამღუპველია. ბაქტერიული ვაგინოზის დროს ლაქტობაქტერიების რაოდენობა ქვეითდება,საშოს მჟავიანობა იცვლება და იქმნება პირობები პათოლოგიური მიკროფლორის გამრავლებისთვის. ბაქტერიული ვაგინოზის დროს ლაქტობაქტერიების რაოდენობა ქვეითდება,საშოს მჟავიანობა იცვლება და იქმნება პირობები პათოგენური მიკროფლორის გამრავლებისთვის.

ბაქტერიული ვაგინოზის საშიშროება იმაში გამოიხატება, რომ ის „გზას უხსნის“  სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მიკრობებს. შეიძლება განვითარდეს ურეთრიტი, ცისტიტი, ცერვიციტი, ადნექსიტი.

 

როგორ დავადგინოთ ბაქტერიული ვაგინოზი?

ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზი დგინდება საშოდან აღებული ნაცხის ბაქტერიოსკოპიული ანალიზის საფუძველზე, მკურნალობა კი მოიცავს: 1.ადგილობრივი ან სისტემური ანტიბაქტერიული თერაპიას; 2. საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენას; 3. საშოს კედლის იმუნიტეტის აღდგენას იმისთვის, რომ ვაგინალური მიკროფლორა „საკუთარი კონტროლის ქვეშ“ ჰქონდეს.

ბაქტერიული ვაგინოზის თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული ექიმის გარეშე ანტიბიოტიკების მიღება. თხევადი საპონი ინტიმური ჰიგიენისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშოს მიკროფლორის დაზიანება და უნდა აღმოიფხვრას ყველა ის ფაქტორი, რომელიც იწვევს ამ პათოლოგიური პროცესის განვითარებას.

                                                                                      გისურვებთ ჯანმრთელობას!

ფრანგული სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონის“ გინეკოლოგი ნანა მღებრიშვილი

 

[R] ა(ა)იპ „ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]