weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თურქეთში ქუთაისელი ბუნა ხოტოველი გარდაცვლილი იპოვეს

10:45 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე 36 წლის ბუნა ხოტოველი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის 10 მეტრის სიმაღლის ესტაკადიდან გადავარდა და დაიღუპა.

გარდაცლილი ქუთაისელი იყო. დედის, ნანა ხოტოველის თქმით, მისი შვილი ტაილანდში სემინარზე იმყოფებოდა, რის შემდეგად თურქეთში დარჩენა გადაწყვიტა. ნანა ხოტოველი შვილს ბოლოს 20 ივნისს, 03:00 საათზე ესაუბრა.

„მითხრა, რომ სასტუმრო „კონრადში“ იმყოფებოდა. როგორც ჩანს, რამე პრობლემა ჰქონდა და არ გამიმხილა. თურმე ყველაფერი დაუკარგავს და რა მოხდა, არ ვიცი. მერე ვურეკავდი და აღარ მიპასუხა. როგორც ჩანს გავიდა გარეთ, ეძებდა თავის ჩანთებს და ვინ რა უქნა და რა მოხდა, არაფერი ვიცი. ბოლოს ვიღაც კაცმა აიღო, თურქულად მელაპარაკებოდა. როცა ჩემი შვილი მოვიკითხე, მითხრა, ბუნას ჩანთა გვაქვს სასტუმროში და თავად ჯერ არ მოსულაო“, - ამბობს ნანა ხოტოველი.

მომხდართან დაკავშირებით თურქეთში გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავენ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ ბუნა ხოტოველს საქართველოში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადმოსვენების პროცესში საქართველოს საკონსულოა ჩართული და ამ საკითხის გადაწყვეტა გამოძიების დასრულებაზეა დამოკიდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]