weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მესაფლავეებმა მარტვილში საფლავის გაჭრისას ნაპოვნი განძი ლომბარდში ჩააბარეს

13:51 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018
ფოტო: მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ფოტო: მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში საფლავის გაჭრის დროს მესაფლავეებმა ოქროსა და ვერცხლის მონეტები, ასევე სხვადასხვა ძვირფასი ნაკეთობები იპოვეს, რომლის ნაწილი გარდაცვლილის ოჯახს გადასცეს, ნაწილი კი ქუთაისში, ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

გარდაცვლილის ოჯახმა მესაფლავეებისგან მიღებული ოქროს და ვერცხლის ნივთები მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცა. როგორც მუზეუმში აცხადებენ, სოფელ ბანძა მკვიდრის, მაყვალა კეკელიას საფლავის გაჭრის დროს მესაფლავეებმა აღმოაჩინეს ტრაპეზის ქვა და ქვის ქვემოთ ქოთანი ვერცხლისა და ოქროს მონეტებით, ასევე ვერცხლის ბეჭდები ფირუზის თვლებით, რამდენიმე ოქროს ფირფიტა წმინდანების გამოსახულებით.

„ქალბატონი მაყვალა იყო შვილიშვილი ბლაღოჩინ ანტონ კეკელიასი, რომელიც სავარაუდოდ იმ ადგილას იყო დაკრძალული, სადაც ქალბატონი მაყვალას საფლავის გაჭრა მოხდა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სიკვდილის წინ ქალბატონმა მაყვალამ შვილებს სთხოვა, დაესაფლავებინათ არა სოფელ ონოღიაში (მეუღლის გვერდით), არამედ თავისი წინაპრების სამარხში.

ვფიქრობთ, რომ განძი, რომელიც მესაფლავეებმა იპოვეს იმ ეკლესიის საკუთრება იყო 1931 წელს კომუნისტებმა დაანგრიეს.

როცა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის ცნობილი გახდა ამ ამბის შესახებ, დავიწყეთ ფაქტების მოძიება, გავესაუბრეთ თვითმხილველებს, მესაფლავეებს, გავიგეთ სავარაუდო მონეტების რაოდენობა.

გვინდა მადლობა გადაუხადოთ ოჯახს, ქალბატონ მაყვალას შვილებს: მაია და გრიშა ტორჩინავებს, რომლებმაც მათ ხელთ არსებული მონეტების ნაწილი გადმოგვცეს.

რაც შეეხება, ლომბარდში ჩაბარებულ ნივთებს ქალბატონმა ა.ჭ (ოქროს ლომბარდის გამყიდველი) მხოლოდ რვა ვერცხლის მონეტისა და ერთი ფირუზის თვლიანი ბეჭედის დაბრუნება ისურვა.

საქმე ძიებაშია და ვფიქრობთ რომ ეს განძი მალე იპოვის თავის ადგილს მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში“, – ნათქვამია მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მესაფლავეები აცხადებენ, რომ მონეტების ისტორიული ღირებულების შესახებ არაფერი იცოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]