weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Vali.ge–ზე გასანულებელი სესხების ოდენობამ უკვე 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა

14:45 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვებგვერდი Vali.ge, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გადაამოწმონ, შეეხებათ თუ არა სესხების განულების ინიციატივა, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. როგორც ხუციშვილმა თქვა, ბაზებში ხელმისაწვდომია 405 000 ადამიანის მონაცემები, გასანულებელი სესხების მოცულობამ კი 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

„ამ დროისთვის ხელმისაწვდომია ექვსი ბანკის ბაზები. აღნიშნულ ბაზებში ჯამში 405 ათასი ადამიანია და 650 ათასზე მეტი სესხი. ჯამური ვალდებულება, რომლის ჩამოწერაც განხორციელდება აღნიშნულ 405 000 პირზე და 650 000 სესხზე, შეადგენს 3.1 მილიარდ ლარს.

ვვარაუდობდით, რომ ეს იქნებოდა მილიარდნახევარი ლარი, თუმცა როდესაც ამ 6 ბანკის მიერ დაზუსტებული ბაზების წარმოდგენა მოხდა, მთლიანი დავალიანება, რომელიც ბაზაში უკვე ატვირთულ 400 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოეწერება, 3.1. მილიარდი ლარია.

ამას, ბუნებრივია, დაემატება სხვა საფინანსო ორგანიზაციებიც“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, არასაბანკო სექტორის გარკვეულმა ნაწილმა თანამშრომლობის სურვილი არ გამოთქვა.

„პრობლემური სესხების 95%-მდე არის იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან გაფორმებული, რომლებმაც პროექტში უკვე მიიღეს მონაწილეობა და წინასწარი თანხმობა განაცხადეს. ამჟამად მიმდინარეობს სიების დაზუსტების პროცესი ფონდ „ქართუსა“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის... Vivus-ი მიიღებს მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი თანხმობა გვაქვს და აქტიურად მიმდინარეობს მათგან ბაზების მოწოდების პროცესი“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

ვებგვერდზე Vali.ge ამ ეტაპზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“; სს „თიბისი ბანკი“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „სილქ როუდ ბანკი“; სს „ხალიკ ბანკი საქართველო“; სს „იშბანკი საქართველო“.

19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება. პრემიერის თქმით, საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებისა თუ სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ. როგორც მამუკა ბახტაძემ თქვა, გასანულებელი სესხის ოდენობა დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენდა.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ვალს სრულად დაფარავს ფონდი „ქართუ“. ვალების განულება შეეხება პირებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადაიხადეს კრედიტი და მათ მიერ აღებული სესხის ძირი თანხა 2 000 ლარს არ აღემატება.

სესხების განულების პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]